გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას აანონსებს

20.09.23 16:49
გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას აანონსებს

მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩაერთვება - განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გაკეთა.

გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ბრძოლისთვის მზად არის: 

მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, სხვა მხრივ, მორალურად იმედიანადა და საბრძოლო განწყობილება აქვს. მან გააკეთა განცხადება, რომ ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესში და ალბათ, ასეც იქნება"- თქვა ალასანიამ. 

რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვის შესაძლებლობას, გიული ალასანია ამბობს რომ ამ საკითხზე ქვეყნის მთავარსარდალს არ შეხვედრია. 

სალომე ზურაბიშვილთან შეწყალებაზე საუბარს არ აქვს აზრი, მე ასე ვფიქრობ. შეწყალბაზე არ შევხვედრივარ“ - აღნიშნა გიული ალასანიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა.

დღესვე გაირკვა, რომ 7 ნოემბრის საქმის განხილვა სასამართლომ ხელახლა დაიწყო. მოსამართლეთა ახალი შემადგენლობა საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას თავიდან გამოიკვლევს.

საკითხი კი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, როდესაც ექს პრეზიდენტის საქმეში არსებულ ერთ-ერთ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

მსგავსი სიახლეები