სებ-ის რღვევა გრძელდება - ეროვნულ ბანკს გიორგი ბაქრაძეც ტოვებს
სებ-ის რღვევა გრძელდება - რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე თანამდებობას ტოვებს. ინფორმაცია Bm.ge-ის თავად გიორგი ბაქრაძემ დაუდასტურა.
Bm.ge-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ გუშინ გამოცემული ბრძანებაა.