პრეზიდენტი თურნავას გადაწყვეტილებას "უღირსს" უწოდებს და მის გადადგომას ითხოვს

20.09.23 17:08
პრეზიდენტი თურნავას გადაწყვეტილებას "უღირსს" უწოდებს და მის გადადგომას ითხოვს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტის გადაწყვეტილებას "უღირს" უწოდებს და ნათია თურნავას გადადგომას ითხოვს. 

როგორც ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, აუცილებელია, სებ-ის ერთპიროვნული გადაწყვეტილება ბათილად გამოცხადდეს. 

პრეზიდენტის თქმით, ეს არის გზა იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა.

ამასთან, როგორც ბრიფინგიდან გაირკვა, დღეს სალომე ზურაბიშვილი სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას უნდა შეხვედროდა, თუმცა თურნავამ შეხვედრა უვადოდ გადადო:

ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას ნათია თურნავას სებ-ის ხელმძღვანელობის მოვალეობის შემსრულებლად წარდგენის თაობაზე. მოვახსენებდი რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები რომ დათანხმებოდა ჩემთან შეხვედრას. პირველ რიგში მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა სებ-ის დამოუკიდებლობა უნდა გადადგეს. დროა ასევე რომ საბჭომ აიღოს პასუხისმგებლობა და განახორციელოს ზედამხევდელობის ფუნქცია". - განაცხადა პრეზიდდენტმა.

მსგავსი სიახლეები