ჩვენი მიზანია ერთობა, ჩვენი მიზანია ამ უბედური რეჟიმის დამარცხება - სოფო ჯაფარიძე
ჩვენი მიზანია ერთობა, ჩვენი მიზანია ამ უბედური რეჟიმის დამარცხება, - ამის შესახებ ენმ-ს წევრი და მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე საუბრობს, რომელიც ცოტა ხნის წინ ეროვნულ ბანკთან დაანონსებულ აქციას შეუერთდა.
ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ერთად მუშტად შეკვრა და რუსული რეჟიმის დამარცხებაა, რისთვისაც ყველაფერს გააკეთებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გუშინ "ქართულმა ოცნებამ" დეკლარირებულად დაგვაყენა რუსეთის გვერდით. მას ქართველი ხალხი არ დაუშვებს. ვიბრძლებთ ბოლომდე, ვიქნები ყველგან, სადაც 2 კაციც კი იდგება. მე ყველაფერს გავაკეთბ იმისთის, რომ ხვალ არარ იყოს 2, 3, 4 აქცია, ვიყოთ ყველა ერთად და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ აქედან ყველა ერთა წავიდეთ რუსთაველზე და ერთ მუშრად შეკრულებმა, დღეს არაფერი დაგვრჩენია იმის გარდა, რომ უალტერნატივოა ერთობა. დღეს მიხეილ სააკაშვილი რომ გარეთ იყოს, მე არწმუნებული ვარ, რომ აქცია იქნებოდა ერთი და იქნებოად დიდი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ დიახ, აქცია იყოს დიდი, იყოს ერთი და ერთ მუშტად შეკრულები, არაფერი გვაქვს გასაყოფი. ჩვენი მტავარი მიზანი არის ერთობა, ჩვენი მიზანია ამ უბედური რეჟიმის დამარცხება, იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ქვეყანა აღარ გავქვს,ს ახელმწიფო არარ გავქვს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთის, რომ ერთად ვიბრძოლოთ და აქედან ყველა ერთად წავიდეთ რუსთაველზე და 7 საათზე ერთად ვიბრძოლოთ რუსული რეჟიმის წინააღმეგ, - ამბობს ჯაფარიძე.