მიუხედავად მკვეთრი დაპირისპირებისა, დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური ერთობა შედგება - მელია

20.09.23 17:34
მიუხედავად მკვეთრი დაპირისპირებისა, დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური ერთობა შედგება - მელია

ეროვნულ ბანკთან თურნავას ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების  გასაპროტესტებლად ენმ-ს ლიდერი ნიკა მელიაც მივიდა.

მელიამ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ პროცესის სახით, ბიძინა ივანიშვილს ერთგულებისა და ქვეყნის ღალატის ტესტი ჩააბარა.

ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ ამ პრობლემური საკითხის ირგვლივ ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ამაში აქტიურ მონაწილეობას პირადად მიიღებს.

დღეს მე ვფიქრობ, რომ მთავარი ეპიცენტრი უნდა იყოს ის არენა, სადაც ქართველი ხალხის ხმა იქნება გაგონილი. ტესტის ხელისუფლებამ ჩააბარა ამ პროცესის სახით ბიძინას ერთგულებისა და ქვეყნის ღალატისა.

ჩვენი ტესტი მდგომარეობს იმაში, რამდენად მზად ვართ შევეგუოთ ამ თითქოს სახელმწიფო მოხელეების ბრმა ერთგულებას ივანიშვილისადმი, სადაც ისტორიული არჩევანი ფეხქვეშ ითელება საბოლოოდ. მომავლის პერსპექტივა ამ მოღალატეობრივი ხელისუფლების პირობებში კვდება. აქ უკვე უკან დასახევი არ არის. მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა და მკვეთრი დაპირისპირებისა ოპოზიციის ფლანგზე მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფუნდამენტური საკითხის ირგვლივ ოპოზიციური ერთობა შედგება. მე ამაში აქტიურ მონაწილეობას მივიღებ. ერთობა ნიშნავს, რომს ახელმწიფო უნდა გადავარჩინოთ განადგურებისგან". - განაცხადა მელიამ.

მსგავსი სიახლეები