ფარცხალაძის გამო საერთოდ ქვეყანა ჩამოამხეს - ხერხეულიძე

20.09.23 17:49
ფარცხალაძის გამო საერთოდ ქვეყანა ჩამოამხეს - ხერხეულიძე

ოთარ ფარცხალაძის გამო საერთოდ ქვეყანა ჩამოამხეს - ამის შესახებ ეროვნულ ბანკთან აქციაზე მისულმა ენმ-ს ლიდერმა ეკა ხერხეულიძემ "პირველებთან" განაცხადა.

ხერხეულიძე აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ მაშინ როდესაც სააკაშვილს მოქალაქეობაზე უარს ეუბნებიან, ფარცხალაძეს უნარჩუნდება საქართველოს მოქალაქეობა.

ოპოზიციონერი ხალხს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლებას შეუძლია, ქვეყანა ერთ რიგით ჯაშუშს, ფარცხალაძეს ანაცვალოს.

ჩვენ გვიწევს ახლა ასეთი პარალელის გაკეთება, რომ მიხეილ სააკაშვილს თუ წაართვეს მოქალაქეობა, ფარცხალაძე, რომელიც ამერიკის მიერ არის დასახელებული რუსეთის ჯაშუშად, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობდით, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევდა და დასაბუთებულად შეგვიძლია ვთქვათ დღეს, მას უნარჩუნდება საქართველოს მოქალაქეობა. მეტსაც გეტყვით, მის გამო საერთოდ ქვეყანა ჩამოამხეს, ისეთი რაღაც გააკეთეს გუშინ, რაც ამ ქვეყნისთვის ზიანის მომტანია. ამას ჩვენი პარტნიორების მხრიდან ექნება ძალიან მწვავე შეფასებები, მაგრამ საქართველოს მოსახლეობამ უნდა გაიაზროს, რა რეალობის წინაშე ვდგავართ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლებას შეუძლია, ქვეყანა ანაცვალოს ერთ რიგით ჯაშუშს და ყველა მონაპოვარი შესწიროს მას, ვინც რუსეთისთვის არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

მსგავსი სიახლეები