ვითხოვ ფარცხალაძე დაიჭორონ, რომელიც წყნეთშია წამოწოლილი - ზურა ჯაფარიძე

20.09.23 17:48
ვითხოვ ფარცხალაძე დაიჭორონ, რომელიც წყნეთშია წამოწოლილი - ზურა ჯაფარიძე

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი მიიჩნევს, რომ რუსეთის აგენტობაშ მიხლებული ოტარ ფარცხაალძე დასაჭერია. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ყოფილი გენპროკურორი ქვეყნიდან გაიქცეს. 

ამასთან, ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ მოქმედი ხლეისუფლება ფარცხალაძე არ დააკავებს და ამისთვის, ახალი ხელისუფლების მოსვლაა საჭირო. 

მე ვითხოვ, რომ ფარცხალაძე დაიჭირონ, იმიტომ, რომ ფარცხალაძე არის დასაჭერი. ფარცხალაძე არის გაშიფრული რუსეთის აგენტი, რომელიც ცხოვრობს ახლა, წყნეთშია წამოწოლილი და თავის აგენტურულ ქსელს მართავს, რომლითაც ახორციელებს გავლენას როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს უწერია, საქართველოშ საზოგადოებრივ აზრსა და ქართულ პოლიტიკაზე. ეს ადამიანი არის დასაჭერი. არსებობს საფრთხე, რომ ეს ადამიანი ქვეყნიდან გაიქცეს. ეს ადამიანი არის დასაკავებელი, მისაცემია წინასწარ პატიმრობაში, შემდეგ არის გამოძიება ჩასატარებელი და შემდეგ არის ჩასასმელი ციხეში. მარტივი ამბავია, ოღონდ ეს უნდა გააკეთოს ნორმალურმა ხელისუფლებამ, იმიტომ, რომ ამას არ გააჯკეთებს რუსული ხელისუფლება. მოლოდინი, რომ ისინი ამას იზამენ, არ არის, მაგრამ ის, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონეს ნორმალურ საქარტველოს მოქალაქეს, არის ეს, რომ ანგარიშები გაიუყინონ კი არა, დასაჭერია, - ამბობს ზურა ჯაფარიძე. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებშ ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები არიან შეკრეულები. ისინი ადგილზე ნათია თურნავას იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ,რ მლის მიხედვიტაც ოტარ ფარცხალაძე ანგარსებზე წვდომა აღუდგა.  

მსგავსი სიახლეები