რას ვიმსახურებთ, ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი - სებ-თან მიმდინარე აქციას ნიკა გვარამია შეუერთდა
რას ვიმსახურებთ, ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი, - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ეროვნულ ბანკტან გამართულ აქციაზე საუბრობს. ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ ხელისუფლება, რომელიც ახლა ოთარ ფარცხალაძეს თავგამოდებით იცავს, წინაპირობას ქმნის, რომ მათი ანგარიშებიც არ იქნას დაყადაღებული.
მედიამენეჯერის თქმით, ვიდრე "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია, ქვეყანა ყოვეთვის რუსულ ინტერესებს გაატარებს.
ეს არის საერთაშორისო სანქცია და საერთაშორისო მექანიზმები მოქმეებს, მე შეგახსენებთ მამუკა ხაზარაძის და ბადირ ჯაფარიძის საქმეებს, იქაც ყველაფერი გაუყინეს განაჩენის გარეშეც, მინდა გითხრათ, თხოვნა იყო და საერთაშორისო მასშტაბითაც იყო ეს მოთხოვნა. საუბარი სხვა რამეზეა, საუბარი არ არის ფარცხალაძეც კი, რომელიც ახლა რუსეთის აგენტია და ცხადია, საერთაშორისოდ აღიარებულია. საუბარი სხვა ხალხზეა, რომელიც ასევე, როგორც ჩანს, ელოდება სანქციებს და სჭირდებათ წინაპირობები იმისთვის, რომ მათი ანგარიშებიც არ იყოს დაყადაღებული. თუ ვინ იქნება ეს სხვა ხალხი, ამას, სავარაუდოდ, მალე ვნახავთ. ამით არ ვისპეკულირებ. ფაქტი ერთია, ეს ხალხი უნდა წავიდეს.სხვანაირად ეს ქვეყანა რუსეთია, სადაც რუსეთის აგენტებს, ღიად დეკლარირებულებს, რომლებიც უბრალოდ აგენტებად კი არ არია დეკლარირებული, არამედ გამოცხადებულია, რომ ისინი საქართველოში პოლიტიკას წარმართავენ, პროპაგანდას და ზოგადად, მაყურებლები არიან მთელი რიგი სექტოების, მართლმსაჯულების, პროკურატურის, პარლამენტი მთელი შემადგენლობით იცავს. ეს ხალხი სანამ ხელისუფლებაშია, არაფერი, მეგობრებო, არ გამოვა. რას ვიმსახურებთ, ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი, - ამბობს ნიკა გარამია.