სახელმწიფო აღარ არსებობს, ის ივანიშვილს და მის თანამზრახველებს ემსახურება - გახარია
ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ადანაშაულებს, რომ ოლიგარქმა სებ-ს აშშ-ის სანქციებზე არ დამორჩილება დაავალა.
გახარიას თქმით, "ქართული სახელმწიფო აღარ არსებობს და ის ივანიშვილისა და მისი თანამზრახველების ინტერესებს ემსახურება".
სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია: ივანიშვილმა დაავალა ეროვნულ ბანკს, არ დაემორჩილოს აშშ-ს სანქციებს ფსბ-ს აგენტად ქცეული ყოფილი გენერალური პროკურორის წინააღმდეგ; საქართველოს პარლამენტი გადაიქცა მმართველი პარტიის და ენმ-ს ბოქსის რინგად. პრო-დასავლელ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ემუქრება იმპიჩმენტი; საარჩევნო ადმინისტრაცია არის მმართველი პარტიის სრული კონტროლის ქვეშ 2024 წლის არჩევნების წინ. სახელმწიფო აღარ არსებობს, ის ემსახურება ივანიშვილს და მის თანამზრახველებს". - წერს გახარია ტვიტერზე.