პრეზიდენტმა ჩვენი ნდობა ვერ გაამართლა - მამუკა მდინარაძე
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მმართველი პარტიის ნდობა ვერ გაამართლა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ნათია თურნავა დააბულინგა.
ჩვენ ვნახეთ კლასიკური მაგალითი დამოუკიდებელ ინსტიტუტზე ზეწოლის, თავდასხმას და მცდელობა იმისა, რომ დააბულინგოს საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი და ამგვარად გადააყენოს თანამდებობიდან. თან არგუმენტი მოიტანა, ჩემი წარდგენილიაო და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას და ამიტომ უნდა გადადგესო. ვისი არჩეულიც არის, იმ ადამიანებში ალბათ რამდენიმე ერთეული აღარ მოიძებნება, ვისაც მოსწონს სალომე ზურაბიშვილი და მისი ქმედებები და მაშინ თავად უნდა გადადგეს.
ანუ, თვითონ საუბრობს რაღაც სპეკულაციურ ზეწოლაზე და არარსებულზე, თავად აკეთებს იმას, რასაც თვითონ ებრძვის.
ცდილობს ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინოს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელზე და გადააყენოს ამ მიზნით ის თანამდებობიდან. თან არგუმენტი მოიყვანა, რომ ჩემი წარდგენილია და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ამიტომ უნდა გადადგესო. ვისი არჩეულიც არის, იმ ადამიანებში, ალბათ, რამდენიმე ერთეული აღარ მოიძებნება, ვისაც მოსწონს სალომე ზურაბიშვილი", - ამბობს მდინარაძე.