თურნავას გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის საბჭოსთან არ შეუთანხმებია - ნიკოლოზ გაგუა
ნიკოლოზ გაგუა, რომელმაც ეროვნული ბანკის საბჭოს ვიცე- პრეზიდენტის პოსტი ცოტა ხნის დატოვა, პირდაპირ ამბობს, რომ თანამდებობის დატოვება ნათია თურნავას გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო. საქმე ეხება რუსეთის აგენტობაში მხილებული ოთარ ფარცხაალძისთვის ანგარიშებზე წვდომის აღდგენას.
გაგუა ამბობს, რომ გადაწყვეტილება თურნავას საბჭოსთან უნდა შეეთანხმებინა, თუმცა ის ასე არ მოიქცა.
დავწერე განცხადება. ასეთი გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, უნდა იყოს შეთანხმებული საბჭოსთან. მე სხვებმაც მკითხეს და ეს არ იყო შეთანხმებული გადაწყვეტილება. განცხადების დაწერიდან წასვლამდე პერიოდია, ეს პერიოდი ორი თვე კანონმდბელობით ანუ ორი პერიოდი ყველამ ვინც დავწერეთ განცხადება, ვრჩებით თანამდებობაზე ანუ საბჭო უფუნქციო არ არის შემდეგ ორი თვის განმავლობაში. ეს საკმარისი პერიოდი ყველაფრისთვის, რომ საბჭო, ეროვნული ბანკის ფუნქციონირებადობა შენარჩუნდეს. ეს გადაწყვეტილება გუშინ მივიღე და დღეს უბრალოდ, აღვასრულე, - ამბობს ნიკოლოზ გაგუა.