მნიშვნელოვანია, ნათია თურნავას თანამდებობიდან გადაყენება - მელია

20.09.23 18:17
მნიშვნელოვანია, ნათია თურნავას თანამდებობიდან გადაყენება - მელია

ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა უნდა გადადგეს.

სებ-თან აქციაზე მისულმა ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოება დაიჯეროს, რომ მიზანი არის ადამიანების კეთილდღეობა და მათი უკეთესი მომავალი.

„თავმოყვარეობის შელახვასაც ლიმიტი აქვს. ვხედავთ, რომ რიგი სახელმწიფო მოხელეები ამხელა ცინიზმსაც ვეღარ უძლებენ და ხალხის მხარეს დგამენ ნაბიჯებს. ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოება დავარწმუნოთ შემდეგში, რომ ჩვენ ადამიანებს კი არ ვიყენებთ, არამედ მიზანი არის ადამიანების კეთილდღეობა და მათი უკეთესი მომავალი. ვფიქრობ, ამ პროცესში ეს ჩვენ უნდა შევძლოთ და შევძლებთ. ნათია თურნავას თანამდებობიდან გადაყენება, გაგდება, ხალხის მიერ იძულება, რომ გადადგეს, არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მელიამ.

მსგავსი სიახლეები