ვალდებულები არიან თუ არა ბანკები ეროვნულ ბანკს დაემორჩილონ - რას ამბობს საბანკო ასოციაციის დირექტორი

20.09.23 18:27
ვალდებულები არიან თუ არა ბანკები ეროვნულ ბანკს დაემორჩილონ - რას ამბობს საბანკო ასოციაციის დირექტორი

საბანკო ასოციაციის დირექტორი ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, რომ საქართველოში არცერთი ბანკი ვალდებული არ არის, აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები არ აღასრულოს. მისი თქმით, ბანკებს არ აქვთ ვალდებულება ეროვნულ ბანკს დაემორჩილონ და გადაწყვეტილებას მიღება დამოუკიდებლადაც შეუძლიათ. 

საქართველოში საბანკო სისტემა ასრულებს და შეასრულებს საერთაშორისო სანქციებს და მეორე მხარეს, დაიცავს ყველა იმ რეგულაციას, რა რეგულაციაც მოქმედებს საქართველოში. კონკრეტულად, უკანასკნელი ცვლილება არ ზღუდავს ან არ ავალდებულებს კონკრეტულ ბანკებს, ანუ ცვლილების ნაწილი, არ ავალდებულებს ან არ უზღუდავს უფლებას, არ მოემსახუროს კლიენტს ან უარი თქვას, ნებისმიერი კლიენტის მომსახურებაზე. მათ შორის, იქნება ეს სანქცირებული თუ სხვა და სხვა რისკების მატარებელი. აქედან გამომდინარე, რეგულაცია, რომელიც ამოქმედდება ცვლილების შემდეგ, ეს ცვლილებაც არ იქნება დარღვეული, - ამბობ ძნელაძე. 

ნათია თირნავამ დღეს თქვა, რომ საქართელოში არსებულ ბანკებს არ აქვთ უფლება, რომ ეროვნულ ბანკს არ დაემორჩილონ და სანქცირებულ ფარცხალაძეს ანგარიშებსა და მომსახურებაზე წვდომა შეუზღუდონ. 

მსგავსი სიახლეები