იუსტიციის სამინისტრომ ფარცხალაძის შესახებ გავრცელებული განცხადება შეცვალა

20.09.23 18:28
იუსტიციის სამინისტრომ ფარცხალაძის შესახებ გავრცელებული განცხადება შეცვალა

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შესახებ გამოქვეყნებული განცხადება შეცვალა. 

რატი ბრეგაძის უწყების უწყება თავდაპირველ განცხადებაში წერდა, რომ ფარცხალაძის მოქალაქეობის დაკარგვაზე წარმოება დაიწყეს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდგომ  დასკვნა "ხვალ"  გადაეგზავნებოდა საქართველოს პრეზიდენტს.

შეცვლილ განცხადებაში კი წერია, რომ დოკუმენტებს ზურაბიშვილს "უმოკლეს" ვადაში დაუბრუნებენ. 

მსგავსი სიახლეები