რაჭველიშვილი წულუკიანს: ვერ ასრულებთ ფუნქციას და არაფერი გესაქმებათ ჩვენს სფეროსთან

20.09.23 19:21
რაჭველიშვილი წულუკიანს: ვერ ასრულებთ ფუნქციას და არაფერი გესაქმებათ ჩვენს სფეროსთან

ვერ ასრულებთ ფუნქციას და არაფერი გესაქმებათ ჩვენს სფეროსთან - ასე პასუხობს  ქართველი მეცო სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც კონსერვატორიაში "რეფორმები" დააანონსა.

ანიტა რაჭველიშვილი წერს, რომ კონსერვატორიის ხელმძღვანელობა  არ ასრულებს წულუკიანის დავალებებს და ამიტომ გახდა ის მინისტრის სამიზნე: 

„თქვენ ვერ ასრულებთ ფუნქციას და არ გესაქმებათ არაფერი ჩვენს სფეროსთან! მრავალი წლის განმავლობაში პირველად მომწონს კონსერვატორიის ხელმძღვანელობა და პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამჟამინდელი კონსერვატორიის ხელმძღვანელობა არ ასრულებს თქვენს დავალებებს და ამიტომ აწყობთ საბჭოთა კავშირისდროინდელ ჩვეულებრივ რეპრესიებს!

ვინც თქვენ არ გემორჩილებათ, ყველას რეპრესიები მოუწყვეთ და ყველას ემუქრებით და თავს ესხმით სიტყვიერად თუ ფიზიკურად! ძალიან ნაცნობი ხელწერაა, საწუხაროდ!“ - ამბობს ქართველი მეცო-სოპრანო.

მსგავსი სიახლეები