მოვლენათა ეპიცენტრი რუსთაველი ხდება - მელიამ სებ-თან შეკრებილებს პარლამენტთან გადანაცვლებისკენ მოუწოდა

20.09.23 19:00
მოვლენათა ეპიცენტრი რუსთაველი ხდება - მელიამ სებ-თან შეკრებილებს პარლამენტთან გადანაცვლებისკენ მოუწოდა

საქართველოს ეროვნული ბანკის შემდეგ მოვლენათა ეპიცენტრი საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ხდება - ოპოზიციონერი ლიდერები და მოქალაქეები 19:00 საათზე დაგეგმილ აქციას უერთდებიან.

ნიკა მელიამ სებ-თან შეკრებილ აქციის მონაწილეებს პარლამენტთან გადანაცვლებისკენ მოუწოდა. 

შეჯიბრი, დატოლება და ვინ, სად და რომელ საათზე გამართავს აქციას, მე ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს და არ მგონია, რომ საერთოდ ვინმეს აინტერესებდეს. ძალიან დიდი მნიშვნელობის გამოწვევის წინაშე დავდექით ყველანი. არათუ ღია მოღალატეობრივ ნაბიჯზე წავიდა ბიძინა ივანიშვილი, არამედ გადადგა ეს ნაბიჯი.  ახლა ჩვენ მას უნდა დავუპირისპიროთ ეროვნული ერთობა, რაც ნიშნავს იმას, რომ განსხვავებები არ არის საზოგაოდოებრივ ჯგუფებსა და პარტიებს შორის, მათ შორის ენმ-ში, რომელსაც მე წარმოვადგენ"- თქვა მალიამ. 

მისი თქმით, მხარდამჭერებსა და ლიდერებს შორის შეიძლება იმაზე დიდი იყოს განსხვავება, მათ შორის ღირებულებითი რიგ საკითხებზე, ვიდრე სხვადასხვა პარტიას შორის, მაგრამ არა ახლა და აქ.

აქციის მონაწილეები საქართველოს ეროვნული ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, აშშ-ს მიერ სანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგა. 

მსგავსი სიახლეები