ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუჩერეს

20.09.23 19:58
ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუჩერეს

სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა, დასკვნა გადაგზავნილია პრეზიდენტთან - განცხადება რამდენიმე წუთის წინ რატი ბრეგაძის უწყებამ გაავრცელა. 

იუსტიციის სამინისტროს განცხადების თანახმად, შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია პრეზიდენტისთვის:  

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან"- წერია განცხადებაში. 

 

 

მსგავსი სიახლეები