რიგითი აგენტის გადარჩენის სპეცოპერაცია ხელჩართული ჩხუბით - როგორ ვითარდებოდა მოვლენები პარლამენტში?
რიგითი აგენტის გადარჩენის სპეცოპერაცია ხელჩართული ჩხუბით. ფიზიკური ანგარიშსწორების ასეთი მასშტაბი პარლამენტში მარტის მოვლენების შემდეგ არ გვახსოვს. შენობაში მოულოდნელად ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე ეპიცენტრი გაჩნდა. ყველგან ერთმანეთს ურტყამდნენ, ყველგან ერთმანეთს აგინებდნენ და რუსებს ეძახდნენ. დაიწყო სხდომათა დარბაზში, გაგრძელდა დერეფნებში,სადაც ბრიფინგზე მდგარი კობახიძისგან პასუხებს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები ითხოვდნენ. კობახიძეს ისევ ქალები იცავდნენ, ოღონდ საკუთარი პარტიიდან.ოცნების თავმჯდომარეს ირმა ზავრადაშვილი და რიმა ბერაძე გადაეფარნენ.
ერთმანეთი წიხლებით სცემეს ზარქუამ და ვაშაძემ. იჩხუბეს რადიკალმა ყაველაშვილმა და თაკო ჩარკვიანმა, ეპიცენტრში იდგა მდინარაძეც. ამის შემდეგ პარლამენტში სპეციალურ რეჟიმი ამოქმედდა. მანდატურები სხდომათა დარბაზის შესასვლელებში გაამაგრეს და აღარავის უშვებდნენ, მაგრამ ქალმა ოპოზიციონერებმა მოქმედებაზე გადასვლა დარბაზში მანამდე მოასწრეს. "ქართული ოცნება" რუსული გემის მიმართულებით - ამ შინაარსის ბანერი სხდომათა დარბაზში წულუკიანის ტრიბუნასთან გაშალეს.
როგორ ვითარდებოდა მოვლენები მთელი დღე საკანონმდებლო ორგანოში?- რუსუდან დუმბაძეა პირდაპირ ეთერში.