გავრილოვის შემდეგ "ოცნებამ" დეპუტატის სავარძელში მისი მეგობარი ჩასვა - როგორ მოხვდა რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი პარლამენტში

20.09.23 20:39
გავრილოვის შემდეგ "ოცნებამ" დეპუტატის სავარძელში მისი მეგობარი ჩასვა - როგორ მოხვდა რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი პარლამენტში

გავრილოვის შემდეგ "ოცნებამ" დეპუტატის სავარძელში მისი მეგობარი ჩასვა. ბიზნესმენი მამუკა ფიფია ინსტაგრამზე ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის  საქართველოს პარლამენტის დეპუტატის  სკამზე საქართველოს გერბისა და დროშის ფონზე პოზირებს.  ფიფია გავრილოვის უახლოესი გარემოცვის წევრია, ამასთანავე ის ერთ-ერთია, რომელმაც მოსკოვი-თბილისის პირველი ავიარეისით იმგზავრა.   

ვინ შემოიყვანა გავრილოვის მეგობარი საკანონმდებლო ორგანოში? რომ არა ფიფიას მიერ ფოტოს 
 გამოქვეყნება, ამბავს ოცნება საგულდაგულოდ  მალავდა, შემდეგ დაიწყეს იმის მტკიცება,რომ არაფერი იცოდნენ. ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ საშვი ფიფიასთვის  ვასილ ჩიგოგიძემ დაუშვა, გავრილოვის მეგობარს  საკუთარი ოთახიც დაუთმო და სავარძელიც.

"მონებო" "რუსებო" - ამ შეძახილებით გააპროტესტეს გავრილოვის მეგობრის ვიზიტი პარლამენტთან.

მსგავსი სიახლეები