"დროა, ივანიშვილი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე" - სააკაშვილის გზავნილი ოლიგარქს
"დროა ივანიშვილი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე" - მიხეილ სააკაშვილი ოლიგარქს "ვივა-მედის" პალატიდან მიმართავს. მესამე პრეზიდენტი თვლის, რომ სტატუსზე უარის შემთხვევაში, მოქმედი ხელისუფლება უნდა გადადგეს და არჩევნები ეროვნული თანხმობით დაკომპლექტებულმა მთავრობამ ჩაატაროს. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ სააკაშვილი დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგა. ამბობს, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმის შეკერვა სწორედ რუსეთის აგენტ ფარცხალაძეს დაევალა.
პატიმარი პრეზიდენტი ოპოზიციას ერთად დგომისკენ მოუწოდებს - "ყველანი ერთად! ევროპულობის ნიშანია პროტესტი"- - ამბობს სააკაშვილი, რომლის მიმართვის მთავარი ადრესატი დღეს საქართველოს მოსახლეობა იყო.
7 ნოემბრის საქმის განხილვა კი თავიდან იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ 150 მოწმე ხელახლა უნდა დაიკითხოს და ყველა მტკიცებულება კიდევ ერთხელ უნდა გამოიკვლიონ. ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პრეზიდენტის საქმის ერთ-ერთ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.