გარეთ მდგარ ერთ მუჭა ხელოვანებს, ვუსამძიმრებ კრახს - თეა წულუკიანი
კულტურის მინისტრს ხელოვანების პროტესტი არ ესმის, მეტიც თეა წულუკიანმა პარლამენტთან შეკრებილ კინემატოგრაფისტებს, მწერლებს, მეცნიერების "ერთი მუჭა ხალხი" უწოდა. "გარეთ მდგარ ერთ მუჭა ხელოვანებს, ვუსამძიმრებ კრახს".
„მინდა, მივმართო იმ 40-50-60 ადამიანს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, ხელოვანებს, როგორც ისინი ამბობენ, მე არ ვიცნობ, მაგრამ ამბობენ, ხელოვანები ვართო, დგანან პარლამენტის გარეთ და აპროტესტებენ ჩემი მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ ნაბიჯებს - თქვენ ბრძოლის მეთოდები უნდა შეცვალოთ, კიდევ ერთხელ გთავაზობთ, გადმოდით პარტნიორობის რეჟიმზე, რადგან ჩვენ ვართ, მათ შორის თქვენთვის, რომ ხელი შეგიწყოთ და თქვენი შემოქმედებითი პროცესის განხორციელება შეძლოთ"- თქვა წულუკიანმა.