ბრძოლა გადადის ქუჩაში! - მელია ენმ-ში შიდა დაპირისპირების დაკონსერვებაზე საუბრობს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ბრძოლის ახალ პროცესს აანონსებს. როგორც ნიკა მელიამ "პირველების" ეთერში განაცხადა, "უკან დასახევი გზა ჩახერგილია".
მისი თქმით, ოპოზიციამ აზრთა სხვადასხვაობა, "მათ შორის კონტრასტული უნდა დააკონსერვოს და ებრძოლოს რეჟიმს".
ნიკა მელია ამბობს, რომ "შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად მძიმე ურთიერთობისა, აქ და ახლა ამ დაპირისპირებაზე საუბარი არ არის მნიშვნელოვანი".