ოთარ ფარცხალაძის დაცვა შაბათის ეთერის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა (VIDEO)
ოთარ ფარცხალაძის დაცვა შაბათის ეთერის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა, წაართვა სამაუწყებლო აპარატურა რომელსაც ამ დრომდე არ აბრუნებს.
ნოდარ მელაძის ინფორმაციით, შაბათის ეთერის აეროგადაღების კამერის დანახვის შემდეგ, ისინი თავდასხმაზე გადავიდნენ, წაართვეს ტელეფონი ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილს.
"შაბათის ეთერის" ავტორი და წამყვანი ვარაუდობს, რომ სავარაუდოდ ცდილობდნენ მობილურიდან, მისი პირადი ინფორმაციის და ტელეფონში შენახული კადრების მოპოვებას.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service ჟურნალისტებზე თავდასხმის თაროზე შემოდებული საქმეების რიგში უნდა ჩაწეროთ ეს, თუ რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძის დაცვაა თქვენთვის მთავარი.
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia ზედამხედველობას ახორციელებს პროკურატურა და ველოდებით თქვენს რეაგირებას, - წერს მელაძე.
დღესვე, აგენტობაში მხილებული ფარცხალაძის დაცვის აგრესიული წევრების სამიზნე გახდა "ფორმულას" გამადღები ჯგუფიც.
დაცვამ შაბათის ფორმულას ჟურნალისტსაც სცემა, მას დაზიანება თავში აქვს მიყენებული.
შენიშნვა: მასალა განახლდა (23:59 საათზე)
მომხდარს სახალხო დამცველისა და “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" შეფასება უკვე მოჰყვა:
“საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ტელეკომპანიების „პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებზე თავდასხმას და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მოახდინოს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატაროს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, აღნიშნულ ფაქტებზე მოხდეს მყისიერი რეაგირება და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა არ გახდეს წახალისებული. საქართველოს სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში შეისწავლის მომხდარ ფაქტს”, - წერს ომბუდსმენი.
“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, “დაუყოვნებლივ მისცენ პასუხისგებაში TV პირველისა და ფორმულას გადამღებ ჯგუფებზე თავდამსხმელები”.
“ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია. ასევე, თავდასხმები გამოწვეულია მმართველი პარტიის წარმომდგენლების აგრესიული რიტორიკით ჟურნალისტების მიმართ”, - ნათქვამია განცხადებაში.