ფარცხალაძის დაცვამ ჩვენს ჟურნალისტსა და ოპერატორსაც სცემა - ფორმულა

20.09.23 21:57
ფარცხალაძის დაცვამ ჩვენს ჟურნალისტსა და ოპერატორსაც სცემა - ფორმულა

ოთარ ფარცხალაძის დაცვა შაბათის ფორმულას ჟურნალისტსაც გაუსწორდა ფიზიკურად -  ამის შესახებ გიორგი თარგამაძის ფორმულას ეთერში დავით ქაშიკაშვილმა ისაუბრა. 

"ჩვენს ჟურნალისტსაც კი სცემა მისმა დაცვამ სწორედ ამ მიზეზით, რომ ის ეუბნებოდა, რომ ქუჩა და გზა ვერ იქნება კერძო ტერიტორია და არ შეეპუა მათ უარს. ოთარ ფარცხალაძის სახლთა სანამ მივიდოდნენ, ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი. იმდენად დაიძაბა სიტუაცია, რომ საბოლოოდ სასწრაფო დახმარების გამოძახების გახდა საჭირო, იმიტომ, რომ დაზიანება აქვს მარიამს თავზე", - თქვა დავით ქაშიკაშვილმა. 

ჟურნალისტის თქმით, დაცვის გაღიზიანება ფარცხალაძის ადგილსამყოფელის შესახებ დასმულმა კითხვამ გამოიწვია. 

 

მსგავსი სიახლეები