კერძო უნივერსიტეტებს სტუდენტების დავალიანების განულება მოსთხოვეს - გასაიდუმლოებული შეხვედრის დეტალები
ხელისუფლებას კიევ ერთი სკანდალი დაეწია - "ტვ პირველისთვის" განათლების სამინისტროში გამართული ფარული შეხვედრის ექსკლუზიური დეტალები ხდება ცნობილი.
კერძოდ, წყარო "პირველებს" ეუბნება, რომ მიხეილ ჩხენკელის უწყებაში კერძო უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაიბარეს და მათ სტუდენტების დავალიანების განულება მოსთხოვეს.
ცნობისთვის, პრემიერმა ღარიბაშვილმა გასულ კვირას პირობა დადო, რომ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს ფინანსური დავალიანებები გაუნულდებოდათ.
ტაბულას ანონიმური ინფორმირებული წყაროს ცნობით, 20 სექტემბერს უნივერსიტეტების წარმომადგენლების განათლების სამინისტროში დაიბარეს და მოსთხოვეს, რომ სტუდენტებისთვის დავალიანებები გაენულებინათ.
წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე უნივერსიტეტი მოთხოვნას დათანხმდა.