სანქციები ფარცხალაძეს - მიიღო თუ არა ღარიბაშვილმა პასუხი აშშ-სგან?
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეკ სალივანს შეხვდა - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ოფიციალური განცხადებით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხების ფართო სპექტრი მიმოიხილეს და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს.
ოფიციალური განცხადების თანახმად, საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა გლობალური გამოწვევების ფონზე ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაფერი წერია იმაზე, ისაუბრეს თუ არა მხარეებმა აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი პროკურორისთვის დაწესებულ სანქციებზე, არადა "ქართული ოცნება" სტრატეგიული პარტნიორისგან მტკიცებულებებს ითხოვდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯეიკ სალივანმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია
საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს დასახული მიზნის მისაღწევად.
შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩის დროულად ჩამოსვლის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება ახალ ელჩად რობინ დანიგანის დანიშვნას, რომელთანაც საქართველოს მთავრობა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერების მიზნით აქტიურ და მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს"- აღნიშნულია განცხადებში.