ოცნებამ კრემლის აგენტს ბინძური გზებით მოპოვებული ქონების გადამალვის შესაძლებლობა მისცა - კუპრაძე

21.09.23 12:43
ოცნებამ კრემლის აგენტს ბინძური გზებით მოპოვებული ქონების გადამალვის შესაძლებლობა მისცა - კუპრაძე

ფარცხალაძემ ქონების გადამალვა მოასწრო - "ლელოს" გენერალური მდივანი "პირველებთან" საუბარში ამბობს, რომ "ქართული ოცნება" აგენტობაში მხილებულ ყოფილ პროკურორის თანამზრახველია. 

 ირაკლი კუპრაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ფარცხალაძეს "ბინძური გზებით მოპოვებული ქონების გადამალვის შესაძლებლობა მისცა".

ქართულმა ოცნებამ  "ეფ ეს ბეს" ოფიციალურ აგენტს, კრემლის მავნე გავლენის აგენტს საქართველოში, მისცა უფლება, რომ გაეტანა თავისი ბინძური, რუსული, სისხლიანი ფული უსაფრთხო ადგილას, სავარაუდოდ, "ქართუბანკიდან", მათ შორის, გადაემალა საკუთარი ქონბებები, ბიზნესები, სახლები, სასტუმროები, მანქანები, რომელიც მოპოვებული აქვს კორუფციული, უკანონო მეთოდებით - აღნიშნა კუპრაძემ.

"ლელოს" გენერალური მდივანი ამბობს, რომ ხელისუფლების ყველა ნაბიჯი კრემლისგან არის ნაკარნახევი. 

დღეს ქართული ოცნება რუსული ხასიათით და ქმედებებით არის დაკავებული და მისი ყოველი ნაბიჯი არის კრემლისგან ნაკარნახევი, მათ შორის, "ეფ ეს ბეს" აგენტების მფარველობა, მათი ქონების სისხლიანი,რუსული ფულის გადარჩენა და ამ ფინანსები ჩაბრუნება ძალადობაში - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ მთელი ქონება, მათ სორის ეკლესიაც კი შვილის სახელზე გადააფორმა. 

მსგავსი სიახლეები