კონსტიტუციას თუ ვინმე არღვევს, არღვევს უმრავლესობა - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

21.09.23 11:52
კონსტიტუციას თუ ვინმე არღვევს, არღვევს უმრავლესობა - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

საქართველოს პრეზიდენტს  ეროვნული ბანკის წევრებად წარდგენილი ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებს უკან გაწვევა სურს. 

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ჟურნალისტებთან განმარტა, პრეზიდენტი თვლის, რომ  კანდიდატურების პარლამენტში წარმოდგენა იქამდე არ უნდა მოხდეს, სანამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება არ გაუქმდება.

ამასთან მსხილაძემ  პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განვითარებული მოვლენებიც შეაფასა და თქვა, რომ კონსტიტუციას არა პრეზიდენტი არამედ "ქართული ოცნება" არღვევს. 

თქვენ ნახეთ, რომ კანდიდატები არ იყვნენ წარმოდგენილნი კომიტეტზე, ეს მეტყველებს მათ პიროვნულ გადაწყვეტილებაზე, ასევე რა მექანიზმები არსებობს უკან გაწვევის ამაზე დეტალებში არ შევალ. რაც შეეხება კონსტიტუციის დარღვევას, კონსტიტუციას თუ ვინმე არღვევს, არღვევს ამ შემთხვევაში უმრავლესობა", - ამბობს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე.

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები ვერ აირჩია. კომიტეტის სხდომაზე, სადაც ზურაბიშვილის შერჩეულ კანდიდატურებზე უნდა ემსჯელათ თავად კანდიდატები არ მივიდნენ, თუმცა მათ წარდგენაზე უარი პრეზიდენტმა თქვა. უკვე მეორე დღეა ეროვნული ბანკის საბჭო უმოქმედოა. შემადგენლობაში ორი წევრია დარჩენილი. ნათია თურნავას კი მოადგილეები აღარ ჰყავს.

მსგავსი სიახლეები