სანქცირებული ფარცხალაძის დაცვა ხალხს ძვირი უჯდება - ლარი რეკორდულად უფასურდება

21.09.23 13:34
სანქცირებული ფარცხალაძის დაცვა ხალხს ძვირი უჯდება - ლარი რეკორდულად უფასურდება

ფარცხალაძის დაცვის სპეცოპერაცია ხალხის ცხოვრებაზე უკვე აისახა. რუსეთის ჯაშუშობის გამო ფარცხალაძის სანქცირებიდან დღემდე ლარი 11 თეთრით გაუფასურდა. ბლუმბერგის ტერმინალზე ლარი გაუფასურებას ამ წუთებშიც განაგრძობს. ერთი დოლარის შესაძენად კომერციულ ბანკებში ორი ლარი და 75 თეთრია საჭირო.

ეკონომისტები ამბობენ, რომ ეროვნულ ბანკში ატეხილი სკანდალის შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძის დაცვით არის გამოწვეული, ადამიანები ბანკს აღარ ენდობიან და თავიანთი დანაზოგები დოლარში გადაიტანეს.

გიორგი კეპულაძის თქმით, გაუფასურდა მთლიანად ეროვნული ბანკის დღევანდელი ხელმძღვანელის კისერზეა, ეკონომისტი ასევე პასუხისმგებლობას აკისრებს "ქართულ ოცნებას". 

ეროვნული ბანკის საბჭო ფაქტობრივად ქმედუუნაროა, ეროვნული ბანკი დგამს ნაბიჯებს ამერიკული სანქციების წინააღმდეგ, რაც თავისთავად იმოქმედებს ლარის კურსზე. ადამიანებმა თავისი დანაზოგები, რომელიც ჰქონდათ ლარში გადაიტანეს დოლარში, რადგან ასეთ კრიზისულ ვითარებაში, ისინი უფრო ენდობიან უცხოურ ვალუტას, შესაბამისად ამან გაზარდა რა თქმა უნდა დოლარზე მოთხოვნა. გაუფასურდა მთლიანად ეროვნული ბანკის დღევანდელი ხელმძღვანელის კისერზეა, რაზეც პასუხისმგებლობა ასევე ეკისრება ქართულ ოცნებას, რომელმაც აიძულა მას რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო", - ამბობს გიორგი კეპულაძე.

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე უპასუხისმგებლობას უწოდებს თურნავას გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ გუშინ ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა, რაც მისი თქმით, იმაზე მიუთითებს, რომ მოქალაქეებში პანიკაა.

უპასუხისმგებლობაა ეროვნული ბანკიდან თურნავამ რა გააკეთა, რა თქმა უნდა მომენტალური რეაგირება მოახდინა ბაზარმა და გუშინ 20 მილიონი დოლარი გაყიდეს, 20 მილიონი დოლარი, რომ არ გაეყიდათ დღეს ლარის კურსი უფრო მეტად იქნებოდა ავარდნილი, პანიკაა მოქალაქეებში პანიკაა ბიზნესში. რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკს 5.2 მეათედი მილიარდი აქვს რეზერვები და ძირითადად რუსეთიდან გადმორიცხვების შედეგია და არა ქართული ეკონომიკის წინსვლის და ვიცით, რომ ერთის მხრივ კარგია რეზერვები და მეორეს მხრივ ცუდია, როდესაც 105 ათასი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა", - ამბობს რომან გოცირიძე

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, უკვე დაიწყო ეროვნული ბანკის საქმიანობის შესწავლა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) შეშფოთებას გამოთქვამს საერთაშორისო სანქციების აღსრულებაზე ეროვნული ბანკის მიერ შეცვლილი პოლიტიკით.

მსგავსი სიახლეები