პრეზიდენტის მოთხოვნის მიუხედავად, "ოცნებამ" ეროვნულ ბანკში საბჭოს ახალი წევრები დანიშნა
პრეზიდენტის მოთხოვნის მიუხედავად, ეროვნული ბანკის საბჭოს არსებულ ორ ვაკანტურ ადგილზე "ოცნებამ" ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია.
პარლამენტმა ორივე წევრი ხმათა უმრავლესობით აირჩია:
- ნანა ყეინიშვილი - 84 მომხრე; 0 წინააღმდეგი.
- თეიმურაზ ხომერიკი - 82 მომხრე; 0 წინააღმდეგი.
სებ-ში მიმდინარე ხმაურიანი პროცესების გამო, პრეზიდენტს მის მიერ წარდგენილი კანდიდატების პარლამენტიდან უკან გაწვევა სურდა, თუმცა უმრავლესობის წევრების განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს ამის უფლება არ ჰქონდა.