სიტუაცია თვითდინებაზეა მიშვებული, საჭიროა სასწრაფო ჩარევა - ხაზარაძე სებ-ზე

21.09.23 13:41
სიტუაცია თვითდინებაზეა მიშვებული, საჭიროა სასწრაფო ჩარევა - ხაზარაძე სებ-ზე

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ რაც ეროვნულ ბანკში ხდება პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ფინანსური სექტორის და ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობას.

ხაზარაძის თქმით, ახლა სიტუაცია თვითდინებაზეა მიშვებული. "ლელოს" ლიდერი სასწრაფო ჩარევაზე საუბრობს, რადგან მისი განცხადებით, შესაძლოა ამას მძიმე შედეგები მოჰყვეს.

ასეთი გადაწყვეტილებები, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ ეროვნულ ბანკში პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ფინანსური სექტორის და ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობას, შესაბამისად მე ველოდები, უფრო მძაფრ განცხადებებს. სავალუტო ფონდმაც მიუყრუა რაღაც მომენტში იმიტომ, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა გაჩერებულია, პრაქტიკულად თვითდინებაზეა მიშვებული ახლა სიტუაცია. ამას სჭირდება სასწრაფო ჩარევა, დასტაბილურება იმიტომ, რომ ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში მერე ნელ-ნელა იწყება გაურკვეველი ამბები, ეს შეიძლება შეეხოს ლარს, შეიძლება შეეხოს უამრავ სხვა პარამეტრს, ინფლაციას და ა.შ.", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

მსგავსი სიახლეები