ვგმობთ ჟურნალისტებზე ძალადობას, თუმცა მიუღებელია, ძალადობა ჟურნალისტების მხრიდანაც - კალაძე

21.09.23 13:41
ვგმობთ ჟურნალისტებზე ძალადობას, თუმცა მიუღებელია, ძალადობა ჟურნალისტების მხრიდანაც - კალაძე

ვგმობთ ჟურნალისტებზე ძალადობას, თუმცა მიუღებელია, ძალადობა ჟურნალისტების მხრიდანაც - ასე უპასუხებს კახა კალაძე "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე მომხარ თავდასხმას. 

ეს ყველაფერი კი მას შემდეგ ხდება, რაც ფარცხალაძის დაცვის აგრესიულმა წევრებმა "შაბათის ეთერის" გადამღებ ჯგუფზე ფიზიკურად იძალადა.

კალაძე ინტერესდება, სად მოხდა ძალადობა, ნეიტრალურ ტერიტორიაზე თუ კერძო საკუთრებაში. 

ზოგადად ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. არ მივესალმები ძალადობის ფაქტებს. მე აღნიშნულ თემას არ ვიცნობ, არ ვიცი ეს ნეიტრალურ ტერიტორიაზე იყო თუ კერძო საკუთრებაში შეჭრა მოხდა ჟურნალისტების მხრიდან. ძალადობა არ არის მიღებული ვისი მხრიდანაც არ უნდა იყო, რა თქმა უნდა ჟურნალისტების მხრიდანაც არ არის მიღებული ძალადობა და ხშირად ვხდებით ამის მომსწრენი, რაც ძალიან ცუდია", - ამბობს კახა კალაძე.

სანქცირებული ფარცხალაძის დაცვის წევრები "შაბათის ეთერს" გამომძიებელ ჟურნალისტებს ფიზიკურად, ყოფილი პროკურორის სახლის მიმდებარედ, ქუჩაში გაუსწორდნენ. მარიამ გაფრინდაშვილს და გიორგი შეწირულს, რუსეთის აგენტობაში მხილებული ფარცხალაძის დაცვამ  აპარატურა და პირადი ნივთები წაართვა, შემდეგ კი მუშაობაში ხელს უშლიდნენ.

"ტვ პირველის' კუთვნილ, ძვირად ღირებულ აპარატურას ჩვენ ამ დრომდე არ გვიბრუნებენ, რაც მინიმუმ სისხლის სამართლის დანაშაულია.

მსგავსი სიახლეები