ივანიშვილი თავგამოდებით იცავს ფარცხალაძეს, რადგან იცის, რომ სანქციების შემდეგი სამიზნე თვითონ არის - ბოკუჩავა

21.09.23 13:58
ივანიშვილი თავგამოდებით იცავს ფარცხალაძეს, რადგან იცის, რომ სანქციების შემდეგი სამიზნე თვითონ არის - ბოკუჩავა

ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტი ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება.

ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილი თავგამოდებით იმიტომ იცავს ფარცხალაძეს და იმიტომ აამოქმედა სებ-ი მის გადასარჩენად, რომ იცის, სანქციების შემდეგი სამიზნე თვითონ არის. 

ცხადზე ცხადია, რომ ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტი ემსახურება ერთი ადამიანის ინტერესებს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თავგამოდებით იცავს რუსს ჯაშუშს, რომელიც სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რადგან თავად იცის, რომ სანქციების შემდეგი სამიზნე არის ის, ამიტომ პრეზიდენტის ნების წინააღმდეგ ნუ მოხდება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების განხილვა" - განაცხადა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

 

მსგავსი სიახლეები