კალაძე პრეზიდენტს ნათია თურნავაზე ზეწოლაში ადანაშაულებს

21.09.23 14:08
კალაძე პრეზიდენტს ნათია თურნავაზე ზეწოლაში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ - კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების შემსრულებელზე, ნათია თურნავაზე ზეწოლაში ადანაშაულებს. 

ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე, ნათია თურნავაზე. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც ქვეყნის კონსტიტუციას იცავს, სინამდვილეში ყველაფერს აკეთებს, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ჩვენს სახელმწიფოს, კონსტიტუციას, პატივს არ სცემს კანონებს. რა თქმა უნდა, ამ ადამიანის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება. ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ, ძალიან მძიმეა. არ ვიცი რა ჰქვია ამას. რაც გინდათ, ის დაარქვით.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ხედავს, თუ როგორ მოქმედებს ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციასთან და დამოუკიდებელ უწყებასთან მიმართებით“, - განაცხადა კალაძემ.

 დედაქალაქის მერი ამბობს, რომ "ყველაფერი დალაგდება და იქნება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება".

სალომე ზურაბიშვილი ნათია თურნავას გადადგომას ითხოვს.

პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიმართავს, ბათილად გამოაცხადოს ნათია თურნავას გადაწყვეტილება, რომლითაც საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესი შეიცვალა. 

მსგავსი სიახლეები