ეროვნული ბანკი გასუფთავდა, ზოგი ჭირი მარგებელია - კობახიძე

21.09.23 14:12
ეროვნული ბანკი გასუფთავდა, ზოგი ჭირი მარგებელია - კობახიძე

"ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სებ-იდან ვიცე-პრეზიდენტებისა და მრჩევლის წასვლით ეროვნული ბანკი გასუფთავდა და იდეალური სურათი მიიღო სახელმწიფომ ამ ყველაფრიდან.

„გუშინ ჭიქაში ქარიშხალი არაფრიდან შექმნეს, საბოლოო ჯამში, რა შედეგი მივიღეთ? ერთი, რომ ეს სანქციები 150-ვე კაცზე ვრცელდება იმ სიიდან, არავითარი პრობლემა არ ექმნება არც საბანკო სექტორს, არც საფინანსო ინსტიტუტებს, არც ეროვნულ ბანკს, დამთავრდა, ამოიწურა ეს საკითხი, ასე დაჯდა ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაცია იქნა შემოღებული, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეების და ქართული კომპანიების კონსტიტუციური უფლებები ვერ იქნება დარღვეული და ასევე, ეროვნული ბანკი გასუფთავდა, ამ ყველაფრიდან სახელმწიფომ იდეალური სურათი მიიღო. „ზოგი ჭირი მარგებელია“ - ასეთი გამოთქმა არის, ამ შემთხვევაში, ერთდღიანი ჭირის დატრიალება სცადა ოპოზიციამ, თუმცა, საბოლოო ჯამში, საკუთარი თავი დაისაჯეს ამ ყველაფრით“, - განაცხადა კობახიძემ.

 

მსგავსი სიახლეები