ცეცხლს ეთამაშებით! ფრთხილად იყავით! - კალაძე
ცეცხლს ეთამაშებით! ფრთხილად იყავით! - ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება, მხოლოდ და მხოლოდ, არჩევნების გზით მოხდება - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული განცხადების შეფასებისას ისაუბრა.
მისივე თქმით, რეალობაა და რადიკალური დაჯგუფებები ცდილობენ, ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ.
მცდელობა აქვთ, რომ ქვეყანაში არეულობა მოხდეს და ხელისუფლება დაემხოს ყველანაირი გზით. მერწმუნეთ, არ ვხუმრობ, სრული სერიოზულობით ვამბობ ამას. არ იფიქროთ, რომ ვინმეს ვაშინებ. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ მშვიდად იყავით, მეგობრებო! ჩვენ ქვეყანასაც დავიცავთ, ჩვენ ხალხს, ამ ქვეყნის მომავალს და ხვალინდელ დღესაც!.
ეს ადამიანები, იგივე სააკაშვილის, ბატონი ვაშაძის განცხადება იარაღის ხელში აღებასთან დაკავშირებით, თუნდაც თავიანთი განცხადებებით სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ადასტურებენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეგობრებო, ცეცხლს ეთამაშებით! ძალიან ფრთხილად იყავით! არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არეულობა, დაპირისპირება შემოიტანონ და ხელისუფლების დამხობა სცადონ. ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებები, მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ხმებით განხორციელდება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.