მე რა ვიცი უნდა დაიჭირონ თუ არა - კობახიძე ფარცხალაძის აგრესიულ დაცვაზე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, პროფესიით იურისტი, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ "არ იცის" უნდა დააკავონ თუ არა ოთარ ფარცხალაძის ზონდერ დაჯგუფების წევრები, რომლებმაც კრიტიკული მედიის ჟურნალისტებზე იძალადეს და "ტვ პირველის" კუთვნილი ტექნიკა მიისაკუთრეს.
მე რა ვიცი უნდა დაიჭირონ თუ არა, პროკურატურა ვარ თუ რა ვარ კაცო - თქვა კობახიძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.
ფარცხალაძის დაცვა TV პირველის და ფორმულას გადამღებ ჯგუფებს თავს გუშინ დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.