ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი, კაცი შეიძლება მოკლან - კობახიძე
ოპოზიცია სისუსტის ფონზე ყველაფერზეა წამსვლელი, კაცი შეიძლება მოკლან - ამის შესახებ "ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული განცხადების შეფასებისას ისაუბრა.
კობახიძის თქმით, სააკაშვილის მოწოდებები მორიგი დასტურია იმისა, რომ მათ გონებაში რევოლუციური გეგმა იხარშება.
„სააკაშვილის მოწოდებები მორიგი დასტურია იმისა, რომ მათ გონებაში რევოლუციური გეგმა იხარშება, რომელიც განწირულია, ბუნებრივია, მაგრამ რაც უფრო სუსტია რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო მეტი რისკი არსებობს პროვოკაციების კუთხით. ისინი სისუსტის ფონზე არიან ყველაფერზე წამსვლელები, ნებისმიერ მძიმე [დანაშაულზე], კაცი შეიძლება მოკლან. ყოველგვარი გადაჭარბებების გარეშე, არ მოუკლავთ თუ რა? კაცი შეიძლება მოკლან იმისათვის, რომ რაღაცნაირად სცადონ აქ ვითარების ადუღება. არაფერი გამოუვათ, მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.