ალიევმა პუტინს რუსი სამშვიდობოების სიკვდილის გამო ბოდიში მოუხადა

21.09.23 14:42
ალიევმა პუტინს რუსი სამშვიდობოების სიკვდილის გამო ბოდიში მოუხადა

ალიევმა პუტინს რუსი სამშვიდობოების სიკვდილის გამო ბოდიში მოუხადა- კრემლის პრესსამსახური  ორ პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ იტყობინება.

კრემლის პრესსამსახური არ ამბობს, რა უპასუხა პუტინმა აზერბაიჯანელ კოლეგას.

"ილჰამ ალიევმა ბოდიში მოიხადა და ღრმა მწუხარება გამოთქვა 20 სექტემბერს ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ტრაგიკული დაღუპვის გამო“. - ამბობს პრესსამსახური.

ალიევმა, ასევე, პირობა დადო, რომ ინციდენტს გამოიძიებენ საფუძვლიანად და „ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება“. გარდა ამისა, ალიევმა გამოთქვა მზადყოფნა, ფინანსურად დაეხმაროს დაღუპულთა ოჯახებს.

20 სექტემბერს საღამოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში მანქანას, რომელშიც რუსი სამხედროები იყვნენ, ცეცხლი გაუხსნეს და ისინი დაიღუპნენ. მანქანაში მყოფთა რაოდენობა და ვინაობა დაკონკრეტებული არ არის.

მსგავსი სიახლეები