დააკავეთ ჯაშუში ფარცხალაძე - ვაშაძის ინფორმაციით, სახ.დეპმა ლილუაშვილის უწყებას მტკიცებულებები გამოუგზავნა

21.09.23 15:56
 დააკავეთ ჯაშუში ფარცხალაძე - ვაშაძის ინფორმაციით, სახ.დეპმა ლილუაშვილის უწყებას მტკიცებულებები გამოუგზავნა

ოპოზიცია სანქცირებული ყოფილი პროკურორის დაპატიმრებას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ სახეზეა დანაშაული, რომელსაც არავინ იმჩნევს.

მეტიც, როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "პირველებს" უთხრა, მისი ინფორმაციით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უკვე მიაწოდა გარკვეული მტკიცებულებები, რომელიც ოთარ ფარცხალაძის ჯაშუშობას ადასტურებს. 

ვაშაძე აცხადებს, რომ სუს-ი აშშ-დან მიღებულ მტკიცებულებებს მალავს.

რატომ არ ხდება ჯაშუშ ფარცხალაძის დაკავება, ეს არის ჩვენი მოთხოვნა, დააკავეთ ჯაშუში ფარცხალაძე, არ აკავებთ? ე.ი. თქვენ ხართ თანამონაწილე და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდება. ზუსტად ვიცი, რომ მტკიცებულებებიც აქვთ მისი ჯაშუშური საქმიანობის, რა თქმა უნდა გადაცემულია ყველა მტკიცებულება, ზუსტად ვიცი ამას მალავენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მტკიცებულებები ხომ მოგაწოდეს ვეუბნები სუს-ს, პროკურატურას, ყველას რატომ არ აკავებთ ჯაშუშ ფარცხალაძეს", - ამბობს გიორგი ვაშაძე. 

რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ლილუაშვილის უწყებაში არ ამბობენ, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება რუსი ქართველი ოლიგარქიის წინააღმდეგ.

მსგავსი სიახლეები