კაცს მოქალაქეობა შეუწყდა და რა გასვლაზეა საუბარი - კობახიძე ფარცხალაძეზე

21.09.23 16:41
კაცს მოქალაქეობა შეუწყდა და რა გასვლაზეა საუბარი -  კობახიძე ფარცხალაძეზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ფარცხალაძესთან მიმართებით ყველა რგოლმა კანონის სრული დავით იმოქმედა.  

ირაკლი კობახიძე სამართლებრივ მხარეზე არ საუბრობს და ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების დეტალები მან არც უნდა იცოდეს. 

რაც შეეხება ფარცხალაძის გავლენებს ხელისუფლებაზე, კობახიძე მსგავს ფაქტს გამორიცხავს. 

კაცს მოქალაქეობა შეუწყდა და რა გასვლაზეა საუბარი. ეროვნულმა ბანკმაც იმოქმედა კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად და იუსტიციის სამინისტრომაც იმოქმედა კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად. არც მუხლი ვიცი, არც რა პროცედურები ჩატარდა აქამდე, ეს მე არ ვიცი ბუნებრივია, მითუმეტეს უსაფრთხოების სამსახურის გამოძიება, ეს დეტალები მე ვერ მეცოდინება. ყველა თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებენ უწყებები, რომ იყოს საფუძველი დააკავებდნენ ეტყობა არ არის საფუძველი", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

მსგავსი სიახლეები