ვინ იცავს, სად, როდის?- ოდიშარია ფარცხალაძეზე
რატომ იცავს საქართველოს ხელისუფლება სანქცირებულ, რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძეს? - "ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს არავინ იცავს.
ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ თუ ფარცხალაძე დასაჭერია, ეს ქართულმა სასამართლომ, გამოძიებამ და პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს.
დეპუტატმა არ იცის, რა მუხლით არის მოქმედი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებული, თუმცა ამბობს, რომ რუსეთთან თანამშრომლობა ქართულმა სასამართლომაც უნდა დაადგინოს.
ვიცი, რომ დაასანქცირა ამერიკის შეერთებულ შტატებმა, რუსეთის ფედერაციულ ბიუროსთან, არ ვიცი - თანამშრომლობა, დაადგინოს ქართულმა სასამართლომ. ჩვენც ხომ გვაქვს ჩვენი გარკვეული სუვერენული უფლებები, მივცეთ საშუალება, რომ დაადასტუროს სასამართლომ"- აცხადებს ბექა ოდიშარია.
რაც შეეხება ფარცხალაძის ქართული პასპორტის სკანდალს, "პირველები"დაინტერესდა, რატომ არ ჩამოართვეს აგენტობაში მხილებულ ყოფილ ძალოვანს საქართველოს მოქალაქეობა, მაშინვე, როცა მან რუსეთის პასპორტი აიღო. (ფარცხალაძემ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეობა 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო).
ჟურნალისტმა "ქართული ოცნების" ლიდერს მიხეილ სააკაშვილის ქეისი შეახსენა, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად, მაშინვე შეუწყვიტეს, როცა სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
ოდიშარია ამბობს, რომ "საქართველოს პრეზიდენტი, ალბათ პრეზიდენტი იყო და განსაკუთრებულ ყურადღებაში იყო".
ჟურნალისტის რეპლიკაზე, ფარცხალაძე მთავარი პროკურორი იყო, დეპუტატი ამბობს: კი ბატონო და რა?