თავდასხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - საქმეში ადამიანის უფლებათა ცენტრი ჩაერთო

21.09.23 15:42
თავდასხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - საქმეში ადამიანის უფლებათა ცენტრი ჩაერთო

ჟურნალისტების თავდასხმის საქმეში ადამიანის უფლებათა ცენტრი ჩაერთო. უფლებადამცველები მოითხოვენ, ფარცხალაძის დაცვის წევრების აგრესიის მსხვერპლ ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ. ამ მოთხოვნით ცენტრის წევრები ხვალ გენერალურ პროკურატურას მიმართავენ. 

მოვითხოვთ, რომ გამოძიებას ჰქონდეს ეფექტური მიდგომა ამ საქმესთან დაკავშირებით, მოხდეს ჟურნალისტების დაზარალებულად ცნობა და პასუხისმგებლობა დადგეს იმ პირის, ვინც ეს ძალადობრივი ქმედება განახორციელა," - ამბობს ეკა ქობესაშვილი.

სანქცირებული ფარცხალაძის დაცვის წევრები "შაბათის ეთერს" გამომძიებელ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მარიამ გაფრინდაშვილს და გიორგი შეწირულს, რუსეთის აგენტობაში მხილებული ფარცხალაძის დაცვამ  აპარატურა და პირადი ნივთები წაართვა, შემდეგ კი მუშაობაში ხელს უშლიდნენ.

"ტვ პირველის" კუთვნილ, ძვირადღირებულ აპარატურას ტელეკომპანიას ამ დრომდე არ უბრუნებენ, რაც, მინიმუმ, სისხლის სამართლის დანაშაულია.

 

მსგავსი სიახლეები