ჩვენი აზრით, ფარცხალაძისგან იღებდნენ დავალებას, რომ თავს დაგვსხმოდნენ - შაბათის ფორმულას ჟურნალისტი
ფარცხალაძის დაჯგუფების თავდასხმა „შაბათის ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე - ჟურნალისტები ამ წუთებში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იმყოფებიან და გამომძიებლების კითხვებს პასუხობს.
ჟურნალისტმა მარიამ ბიგვავამ გამოკითხვის დაწყებამდე აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ დასანქცირებული ფსბ-ის აგენტის ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრების გაღიზიანება ჟურნალისტების კითხვებმა გამოიწვია. მათ არ სურდათ, გამომძიებელ ჟურნალისტებს გაერიკვიათ, სად იმყოფებოდა დასანქცირებული პირი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა სწორედ გუშინ გვიან საღამოს ჩამოართვეს.
ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ თავდასხმის და ძალადობის მითითებას უშუალოდ ფარცხალაძისგან იღებდნენ მისი დაცვის წევრები.
ამ ადამიანების გაღიზიანება გამოიწვია ჩვენმა შეკითხვებმა - იყო თუ არა იმ ადგილას და საქართველოში იმყოფებოდა თუ არა ეფ-ეს-ბე-ს აგენტი ოთარ ფარცხალაძე. ჩვენ შეგვიშალეს ხელი ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელებაში, ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს ჩვენ. ცდილობდნენ, რომ ჩვენთვის წაერთმიათ კამერები, მობილური ტელეფონები. ისინი ჩვენი აზრით, პირდაპირ ოთარ ფარცხალაძისგან იღებდნენ დავალებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ თავს დაგვსხმოდნენ და ბოლოს უკვე ძალის გამოყენებით დაგვატოვებინეს ტერიტორია, ოღონდ ტერიტორიაში ვგულისხმობ ქუჩას,“ - ამბობს მარიამ ბიგვავა.