როგორც ჩანს, Freeuni-სა და Agruni-ს სხვა მოტივაცია აქვთ - მინისტრი უნივერსიტეტებზე ზეწოლას "სიცრუეს" უწოდებს
სიცრუეა - ასე პასუხობს განათლების მინისტრი ბრალდებებს ზეწოლაზე, გიორგი ამილახვარი ამტკიცებს, რომ კერძო უნივერსიტეტებზე მთავრობას ზემოქმედება არ მოუხდენია.
მინისტრმა უნივერსიტეტებთან შეხვედრის ფაქტი დაადასტურა, თუმცა ახვლედიანის მტკიცებით დახურულ კარს მიღმა ზეწოლის ნაცვლად, მთავრობა კერძო უნივერსიტეტებს მათზე მორგებულ პირობებს სთავაზობდა.
ადამიანს 5 წლის განმავლობაში რომ დაუგროვდა ვალები, ამის განულებაზეა საუბარი და მას დრეს შეიძლება არ მოუნდეს ან არ ჰქონდეს შესაძლებლობა სტატუსის აღდგენის, მაგრამ შეუძლია აღიდგინოს 1-2 წლის შემდეგ, ამიტომ აქაც ადამიანები არიან თავისუფლები. მთავარია, ჩვენ ის ფინანსური ტვირთი, რის გამოც შესაძლოა, მიმდინარე პროცესში ხელს უშლიდათ, ჩვენ ჩამოვაშორეთ სრულად.
კერძო უნივერსიტეტებს შევთავაზეთ არსებული დავალიანების ობიექტური ღირებულების ანაზღაურება, რასაც დათანხმდა ყველა კერძო უნივერსიტეტი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გარდა. როგორც ჩანს, ამ უნივერსიტეტებს სხვა მოტივაცია აქვთ". - განაცხადა ამილახვარმა.
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ისედაც ეხმარება და როგორც ისინი ამბობენ, ამ ყველაფერს მომდევნო წლებშიც გააგრძელებენ.