კობახიძე და პაპუაშვილი ფარცხალაძის სარდაფში ნაცემს ჰგვანან - სამადაშვილი
ფარცხალაძის სარდაფში ნაცემს ჰგვანან კობახიძე და პაპუაშვილი - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
სამადაშვილი ამბობს, რომ პაპუაშვილის გუშინდელი და დღევანდელი საქციელი პარლამენტში, განცდას უჩენს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეც ჰყავდა ჩაყვანილი იმ ცნობილ სარდაფში ფარცხალაძეს.
დღეს და გუშინ პაპუაშვილის საქციელი პარლამენტში, როდესაც ის სივრცეს არ ქმნის საერთოდ ფარცხალაძეზე სასაუბროდ, მე ისეთ განცდას მიჩენს, რომ პაპუაშვილიც ჰყავდა ფარცხალაძეს ჩაყვანილი იმ ცნობილ სარდაფში, სადაც მინისტრი ყიფიანი ცემა. ფარცხალაძის სარდაფში ნაცემს ჰგვანან კობახიძე, პაპუაშვილი და "ოცნების" ყველა წარმომადგენელი. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვითხრეს, რომ ფარცხალაძის სარდაფში ვცხოვრობთ საერთოდ მთელი ქვეყანა ამ გადაწყვეტილებებით, რომ სახელმწიფო ამ ქვეყანაში არ არსებობს". - განაცხადა სამადაშვილმა.