პარლამენტმა მესამე მოსმენით თავდაცვის კოდექსი მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით თავდაცვის კოდექსი მიიღო. ცვლილებებს 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
დოკუმენტით ახლებურად ყალიბდება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, რომლის თანახმადაც წვევამდელებს სავალდებულო 6,8 და 11-თვიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. მათი გადამზადება თავდაცვის სამინისტროში მოხდება.
ამავე კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მართლმადიდებლური სასულიერო პირების გარდა ყველა სხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებს გაიწვევენ. მათ შორის, გაწვევისგან თავის არიდება არ შეეძლებათ "გირჩის" მიერ დაარსებული "ბიბლიური თავისუფლების" მოწმობის მფლობელებსაც. სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი კი 5 ათასი ლარი იქნება.