გრიგოლ გეგელია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლიდერთა პროგრამის ფარგლებში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკის, ჩეხეთის შეიარაღებული ძალების მეთაურ გენერალ კაროლ რეჰკას და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.
გეგელია დაესწრო ეუთოს პრაღის კონფერენციას და მონაწილეობა მიიღო მოშნოვის ბაზაზე გამართულ "NATO-ს დღეები 2023"-ში.
პროგრამის ფარგლებში, ასევე შედგა შეხვედრები ჩეხეთის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლებთან და ჩეხეთის წამყვანი ინოვაციური ტექნოლოგიების ინდუსტრიულ ლიდერებთან.