ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი, რომელიც 40 დღის წინ გაიტაცეს და სასტიკად სცემეს, გარდაიცვალა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ოთარ გელაშვილი 20 სექტემბერს მიყენებული დაზიანებების შედეგად კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
შსს-ს ცნობით, საქმეზე დაკავებულია ერთი პირი და მიმდინარეობს გამოძიება.
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინფორმაციით, 40 დღის წინ უნივერსიტეტის პროფესორთან ერთი დღის განმავლობაში დაკავშირება ვერ ხდებოდა. ის მოგვიანებით რუსთავში, ქვემო ქართლში მძიმე მოტეხილობებით იპოვეს.
რექტორის ინფორმაციით, ოთარ გელაშვილს ოპერაცია თავდაპირველად რუსთავში გაუკეთდა, ხოლო მოგვიანებით საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.