პრემიერის შეხვედრა სალივანთან - ფარცხალაძის საქმეზე "ოცნებამ" ტაქტიკურად უკან დაიხია
„ქართული ოცნებისთვის“ ფარცხალაძის საკითხი უინტერესო გახდა. მმართველმა გუნდმა რიტორიკა შეცვალა. თუ აქამდე სახელისუფლებო გუნდი შტატებისგან მტკიცებულებებს ითხოვდა, დღეს ცდილობენ დაამტკიცონ, რომ რუსეთის აგენტობაში მხილებული ფარცხალაძე საქართველოს პრობლემა აღარ არის. ეს კი მას შემდეგ ხდება, რაც ღარიბაშვილი შტატებში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს ჯეიკ სალივანს შეხვდა.
საინტერესოა, რა უთხრეს და რა აჩვენეს პრემიერ-მინისტრს ფარცხალაძის წინააღმდეგ ისეთი, რის გამოც "ქართული ოცნების" დეპუტატები დაცვიდან ისევ გამიჯვნაზე გადავიდნენ. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მტკიცებულებები ფარცხალაძის წინააღმდეგ უკვე საქართველოშია.
კითხვები აღარ არსებობს, დეტალებში არ შევალ, გამომდინარე იქიდან, რომ სანქციების რეჟიმი ვრცელდება დღეიდან, როცა სალომე ზურაბიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას ამ პიროვნებაზე. ამიტომ არაფერი კითხვა არ არსებობს,“ - ამბობს კობახიძე.
თქვენ გგონიათ, რომ რამდენ ადამიანსაც შეხვდება პრემიერი, ვურეკავთ, სანამ ჩამოვა მანამდე, ვურეკავთ ყოველ წუთში და აბა, ახლა რომ შევხდი რა გითხრა, მერე ამას რომ შეხვდი, რა გითხრა - ეს კომუნიკაცია გვაქვს, ასე ხდება?“ - ამბობს მდინარაძე.
თუ ის არ არის საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, არ აგებს სახელმწიფო მასზე პასუხს. ის, როდესაც საქართველოს მოქალაქე იყო, მიდიოდა მსჯელობა, კონსტიტუცია იცავს საქართველოს მოქალაქის უფლებებს, აქედან გამომდინარე, ახლა ის არ არის საქართველოს მოქალაქე,“ - ამბობს შოთა ხაბარელი.